მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის 1100 – ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა: „მწვანე ტრანსპორტი, კრიზისის დროს ფოკუსის შენარჩუნება“.
მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს პოზიცია ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მრავალმხრივი კვოტების გეოგრაფიული გაფართოების შესახებ, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ტრანსპორტის სექტორში ინოვაციების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა.
ITF – ის მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…